Sunday, February 28, 2016

   ისტ-ის კურსის გავლისას შევისწავლეთ ინფორმაციული,ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში, რითაც შეიძლება მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყებება სასწავლო პროცესში. მათი გამოყენებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. ისტ-ის გამოყენებასთან დაკავშიებულია:

  • ინფორმაციის მოძიება და კვლევა;
  • ინფორმაციის ორგანიზება და შენახვა;
  • ციფრული მასალის შექმნა;
  • კომუნიკაცია;
  • ეთიკური ნორმების დაცვა და ციფრული საშუალებების მართვა.
    კურსის გავლამ მოგვცემს საშუალებას სისტემატურად გამოვიყენოთ ისტ სწავლებაში, ეფექტური და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად. შევძლებთ მონაცემებისა და ინფორმაციის წყაროების გამოყენება და შერჩევა გაკვეთილების დაგეგმვისას, ისტ-ს საშუალებით გადავჭრათ პრობლემა,შევქმნათ ციფრული  მოდელები და მოვახდინოთ მათი ავტორიზაცია.ხელს შეგვიწყობს კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლა-გაზიარებაში. გამოვიყენოთ ციფრული მასალის ხელსაყრელი ფორმის მიღებისათვის და პრეზენტაციისათვის. გამოვიყენოთ  მრავალფეროვანი შეფასებისათვის შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად.
    საშულებას მოგვცემს გამოვიყენოთ კოლეგებთან ურთიერთობისას და პროფესიული განვითარებისათვის. 

Thursday, February 25, 2016

გავეცანით მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფორმებსა და ისტ ინსტრუმენტებს.გავიგეთ თუ რა არის მასწავლებლის პორტფოლიო და თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ ის.

Tuesday, February 23, 2016

გავიარეთ სასწავლო პროექტების ორგანიზების ძირითადი საფეხურები, დაგეგმვის, მომზადების,წარმართვის და შეფასების ეტაპები.

Wednesday, February 17, 2016

გავეცანით შეფასების სქემების/რუბრიკების ელექტრონული ვერსიის შედგენის წესებს და თანმიმდევრობას.

Tuesday, February 16, 2016

განვიხილეთ თუ როგორ შეიძლება ვირტუალური ლაბორატორიების,ელექტრონული თამაშების, აგრეთვე  აუდიო  და  ვიდეოსაშუალებების მოძიება ინტერნეტში  და  მათი ეფექტიანი  გამოყენება  სასწავლო  პროცესში.

Thursday, February 11, 2016

განვიხილეთ პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები.
გავხსენით ბლოგი.
გავიარე ბლოგზე რეგისტრაცია და განვათავსე ბლოგზე შემდეგი გვერდები:

გაკვეთილების გეგმები;
პრეზენტაცია;
შეფასებები;
პროექტები.