Sunday, February 28, 2016

   ისტ-ის კურსის გავლისას შევისწავლეთ ინფორმაციული,ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში, რითაც შეიძლება მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყებება სასწავლო პროცესში. მათი გამოყენებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. ისტ-ის გამოყენებასთან დაკავშიებულია:

  • ინფორმაციის მოძიება და კვლევა;
  • ინფორმაციის ორგანიზება და შენახვა;
  • ციფრული მასალის შექმნა;
  • კომუნიკაცია;
  • ეთიკური ნორმების დაცვა და ციფრული საშუალებების მართვა.
    კურსის გავლამ მოგვცემს საშუალებას სისტემატურად გამოვიყენოთ ისტ სწავლებაში, ეფექტური და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად. შევძლებთ მონაცემებისა და ინფორმაციის წყაროების გამოყენება და შერჩევა გაკვეთილების დაგეგმვისას, ისტ-ს საშუალებით გადავჭრათ პრობლემა,შევქმნათ ციფრული  მოდელები და მოვახდინოთ მათი ავტორიზაცია.ხელს შეგვიწყობს კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლა-გაზიარებაში. გამოვიყენოთ ციფრული მასალის ხელსაყრელი ფორმის მიღებისათვის და პრეზენტაციისათვის. გამოვიყენოთ  მრავალფეროვანი შეფასებისათვის შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად.
    საშულებას მოგვცემს გამოვიყენოთ კოლეგებთან ურთიერთობისას და პროფესიული განვითარებისათვის. 

No comments:

Post a Comment